თსსუ-ს სტუდენტის კახა ბრეგვაძის დაფინანსება ESHG 2017-ზე დასასწრებად

ჩვენი საზოგადოების წარდგენით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი კახა ბრეგვაძე ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) მიერ  დაფინანსდა კონფერენციაზე (ESHG 2017) დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2017 წლის 27-30 მაისს კოპენჰაგენში (დანია)

დნმ-ის დღე, ესეების კონკურსი 2017 სტუდენტებისთვის

dna day logo2017

სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება და თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი გიწვევთ ესეების კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ეძღვნება დნმ-ის დღეს (25 აპრილი). » » »

ევროპის ესეების კონკურსი 2017

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელი (10-12 კლასი) მოსწავლეების და მათი პედაგოგების საყურადღებოდ!!! ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების მიერ გამოცხადდა დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ესეების კონკურსი. » » »

საჯარო ლექცია და ვორკშოპი

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფ. ელენე აბზიანიძის » » »

სახელმძღვანელოს „ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია

„ექსპო-ჯორჯიაში“ 2016 წლის 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ფარგლებში  გაიმართა სახელმძღვანელოს „ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია. “ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში” უკვე მეორედ გამოიცემა ქართულ ენაზე. » » »

ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2016

2016 წლის 21-26 მაისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის  დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების კონფერენციაში. კონფერენციაზე დეპარტამენტის დელეგაციის მიერ წარდგენილი იქნა ოთხი პოსტერული მოხსენება, მათ შორის, ორი მოხსენება წარადგინეს დეპარტამენტის დოქტორანტურის სტუდენტებმა ქ. კანკავამ  და თ. კვარაცხელიამ.   » » »