კონფერენცია 2016

2016 წლის 25 აპრილს გაიმართა სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წლიური შეხვედრა » » »

ევროპის ესეების კონკურსი 2016

თბილისის მწვანე სკოლის 11-ეკლასის მოსწავლემ სანდრო სურმავამ მონაწილეობა მიიღო  დნმ-ის დღისდმი მიძღვნილ  ევროპის ესეების კონკურსი 2016-ში და ჟიურის მიერ დასახელდა მონაწილეთა  საპატიო ხუთეულში.   » » »

ესეების მიღება დასრულდა

მადლობას მოგახსენებთ ყველას ვინც ესეების კონკურსში მონაწილეობთ. სულ მიღებულია 65 ესე. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. » » »

ESHG-ის გრანტი

სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წევრი თამარ კვარაცხელია ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა გრანტით, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 21-24 მაისს გაემგზავრება ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების კონფერენციაზე (ბარსელონა, ესპანეთი). თამარ კვარაცხელია კონფერენციაზე  პოსტერული მოხსენებით წარსდგება. » » »

ESHG – ის კურსები და ტრენინგები

ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (ESHG) გთავაზობთ კურსებს ადამიანის გენეტიკის სხვადასხვა სპეციალობებში, რომლებიც ჩატარდება ევროპის ქვეყნებში. რამდენიმე კურსი, მათ შორის სამედიცინო გენეტიკის ყოველწლიური კურსი, NGS-ის და გენეტიკური კონსულტირების კურსები, ტრადიციულად ჩატარდება ბერტინოროში (იტალია). დისმორფილოგიის კურსი – მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი). » » »