ვორკშოფი „გენომის რედაქტირება – CRISPR-Cas9 სისტემა“

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის გენომის და ეპიგენომის ლაბორატორიაში ჩატარდა ვორკშოფი „გენომის რედაქტირება – CRISPR-Cas9 სისტემა“.

    ვორკშოფის მონაწილეებმა ბაქტერიის, E.Coli-ის, გენომზე პლაზმიდით მანიპულაციის გზით დააზიანეს მისი ერთ-ერთი (LacZ) გენი. შედეგად ბაქტერიამ დაკარგა ლაქტოზის მეტაბოლიზმის უნარი, რისი ვიზუალიზაციაც შესაძლებელი იყო ბაქტერიის კოლონიების ფერის ცვლილებით.

    რეატივების ნაკრები Bio-Rad-ის მიერ არის შემუშავებული და მისი ყველა კომპონენტი, E.Coli-ის ჩათვლით, სრულიად უსაფრთხოა. გარდა ამისა, არ მოითხოვს განსაკუთრებულ სტერილურ გარემოს.

    მადლობა ვორკშოფის მონაწილეებს: დნმ-ის დღე 2023 არტ გენომის პრიზიორს მარიამ მჭედლიშვილს , ვორკშოფის განმახორციელებელს სანდრო სურმავას, Bio-Rad-ს ექსპერიმენტის ასეთი უნიკალური დიზაინისთვის და ყველას, ვინც ინტერესით ელოდებოდა ამ აქტივობას.

    მოკლედ პროცედურები:

    E.Coli შტამი ახდენდა ლაქტოზის მსგავსი ნაერთის, X-Gal-ის დაშლას ბეტა გალაქტოზიდაზა ფერმენტით (LacZ გენის პროდუქტი). დაშლის შედეგად გამოიყოფოდა ლურჯი პიგმენტის შემცველი ნაერთი და იზრდებოდა ლურჯი E.Coli-ის კოლონია. ამის შემდეგ პლაზმიდით, რომელიც შეიცავდა CRISPR-Cas9-ს სისტემას, დაზიანებული იქნა LacZ გენი. 24 საათიანი ინკუბაციის შემდეგ ბაქტერიამ დაკარგა X-Gal-ის დაშლის უნარი და E.Coli-ის კოლონია გაუფერულდა. მოსამზადებელი სამუშაოები (ნიადაგების, ხსნარების მომზადება, E.Coli-ს შტამის რეჰიდრატაცია და სხვა) დაიწყო 5 დღით ადრე.

    ხელმძღვანელი: თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია

    All reactions:

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter