დნმ-ის დღე 2024– არტ გენომი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

    კონკურსი განკუთვნილია ბიოსამედიცინო მიმართულებების ქართულენოვანი და საერთაშორისო პროგრამების სტუდენტებისთვის.

    მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები ნახატის ან ციფრული გრაფიკის სახით.

    კონკურსი ეძღვნება იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებასა და მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ამ გამოწვევების დასაძლევად.

    კონკურსის თემა:

    როგორ გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკურ ოდისეაზე და იშვიათი დავადებების სამკურნალო წამლების შემუშავებაზე.

    პრიზები

    პირველი ადგილი – 500 ლარი

    მეორე ადგილი – 300 ლარი

    მესამე ადგილი – 200 ლარი

    კონკურსის წესები და პირობები http://geneticsgeorgia.org/wp-content/uploads/2024/03/დნმის-დღე-2024-Students.pdf

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter