სახელმძღვანელოს „ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია

„ექსპო-ჯორჯიაში“ 2016 წლის 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ფარგლებში  გაიმართა სახელმძღვანელოს „ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია. “ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში” უკვე მეორედ გამოიცემა ქართულ ენაზე. » » »

ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2016

2016 წლის 21-26 მაისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის  დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების კონფერენციაში. კონფერენციაზე დეპარტამენტის დელეგაციის მიერ წარდგენილი იქნა ოთხი პოსტერული მოხსენება, მათ შორის, ორი მოხსენება წარადგინეს დეპარტამენტის დოქტორანტურის სტუდენტებმა ქ. კანკავამ  და თ. კვარაცხელიამ.   » » »

კონფერენცია 2016

2016 წლის 25 აპრილს გაიმართა სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წლიური შეხვედრა » » »

ევროპის ესეების კონკურსი 2016

თბილისის მწვანე სკოლის 11-ეკლასის მოსწავლემ სანდრო სურმავამ მონაწილეობა მიიღო  დნმ-ის დღისდმი მიძღვნილ  ევროპის ესეების კონკურსი 2016-ში და ჟიურის მიერ დასახელდა მონაწილეთა  საპატიო ხუთეულში.   » » »

ესეების მიღება დასრულდა

მადლობას მოგახსენებთ ყველას ვინც ესეების კონკურსში მონაწილეობთ. სულ მიღებულია 65 ესე. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. » » »