ევროპის ესეების კონკურსი 2016
თბილისის მწვანე სკოლის 11-ეკლასის მოსწავლემ სანდრო სურმავამ მონაწილეობა მიიღო დნმ-ის დღისდმი მიძღვნილ ევროპის ესეების კონკურსი 2016-ში და ჟიურის მიერ დასახელდა მონაწილეთა საპატიო ხუთეულში. » » »
ესეების მიღება დასრულდა
მადლობას მოგახსენებთ ყველას ვინც ესეების კონკურსში მონაწილეობთ. სულ მიღებულია 65 ესე. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. » » »
ESHG-ის გრანტი
სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წევრი თამარ კვარაცხელია ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა გრანტით, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 21-24 მაისს გაემგზავრება ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების კონფერენციაზე (ბარსელონა, ესპანეთი). თამარ კვარაცხელია კონფერენციაზე პოსტერული მოხსენებით წარსდგება. » » »
ESHG – ის კურსები და ტრენინგები
ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (ESHG) გთავაზობთ კურსებს ადამიანის გენეტიკის სხვადასხვა სპეციალობებში, რომლებიც ჩატარდება ევროპის ქვეყნებში. რამდენიმე კურსი, მათ შორის სამედიცინო გენეტიკის ყოველწლიური კურსი, NGS-ის და გენეტიკური კონსულტირების კურსები, ტრადიციულად ჩატარდება ბერტინოროში (იტალია). დისმორფილოგიის კურსი – მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი). » » »
ესეების კონკურსი 2016 – ზე მოწვევა
დნმ–ის დღესთან დაკავშირებით (25 აპრილი), თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსზე. » » »
ესეების კონკურსი 2015 – ის გამარჯვებულები
27 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა სტუდენტმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
» » »