იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების მე-12 საერთაშორისო კონფერენცია, UDNI 2023

2023 წლის 22-23 ოქტომბერს ჰოლიდეი ინნ-ში (თბილისი, საქართველო) გაიმართება იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების 12-ე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორები არიან: გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

» » »

იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

გამოიცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ეკა კვარაცხელიას და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თინათინ ტყემალაძის, მონოგრაფია – „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“. » » »

დნმ-ის დღე 2023 – არტ გენომი

დასრულდა დნმ-ის დღე 2023 “არტ გენომის” კონკურსში ნამუშევრების წარდგენა. სულ წარდგენილია 28 ნამუშევარი, მათ შორის, ფერწერა, ციფრული გრაფიკა, ნაქარგი, სკულპტურა. კონკურსი ეძღვნება ადამიანის გენომის პროექტის დასრულების 20 წლისათავს. მადლობას ვუხდით მონაწილეებს

» » »

ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2022

2022 წლის 11-14 ივნისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის
პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში (ვენა, ავსტრია) და წარადგინეს პოსტერული მოხსენებები: » » »

„დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი საქართველო 2022-ის“ გამარჯვებულები

გილოცავთ დნმ-ის საერთაშორისო დღეს! 25 აპრილს მთელ მსოფლიოში ესეების კონკურსით აღინიშნება დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენის (1953) და ადამიანის გენომის გაშიფვრის (2003) დღე (ashg.org; dnaday.eu). საქართველო წელს უკვე მერვედ უერთდება ამ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

» » »

დნმ-ის დღე ესეების კონკურსი საქართველო 2022

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.წელს, საქართველოში მერვედ ჩატარდება ესეების  კონკურსი, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

» » »