დნმ-ის დღე 2023 – არტ გენომი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაცია საქართველოში; მეცნიერების მიმართ სტუდენტთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. კონკურსი ეძღვნება ადამიანის გენომის პროექტის დასრულების 20 წლისთავს.
დამატებითი ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ აქ: წესები და პირობები