ესეების კონკურსი 2020-ის გამარჯვებულები

    25 აპრილს მთელ მსოფლიოში დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება ესეების კონკურსით, რომელიც დააწესეს ადამიანის გენეტიკის ევროპის და  აშშ–ს საზოგადოებებმა.  სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეექვსედ შეუერთდა ამ კონკურსს.

    ესეების კონკურსი 2020-ზე წარდგენილი იყო 48 წერითი და 3 ვიდეო ესე. კონკურსის ორგანიზატორების სახელით მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს.

    ესეები საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექსპერტებმა შეაფასეს.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა იმ ექსპერტს, ვინც მონაწილეობა მიიღო ესეების შეფასებაში.ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ვიდეო ესეების კონკურსი ცალკე არ შედგა მონაწილეთა სიმცირის გამო, თუმცა ყველა ვიდეო ესე შეფასდა შესაბამისი კრიტერიუმებით და განაწილდა ერთიან რანჟირებულ სიაში.
    ვულოცავთ ესეების კონკურსი 2020 – ის გამარჯვებულებს!

     

     

    eseebis gamarjvebulebi suratebit

    იხილეთ ესეები:

    I ადგილი: სოფიკო ბურდიაშვილი 

    II ადგილი: ელენე სარიბეკოვი

    III ადგილი: ნინა ოთინაშვილი და ლუკა იორდანიშვილი.

    DNA DAY2020-GEO_2 feri

    თემები 2020:
    თემა I
    ჩვენ ახლა შეგვიძლია ვირუსიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენომის სექვენირება. რით არის ეს მნიშვნელოვანი?
    დაწერეთ ესე ან გადაიღეთ ვიდეორგოლი, რომელიც ასე იწყება: „მე გთავაზობთ ……-ის გენომის სექვენირებას იმიტომ, რომ…“. დაწერეთ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას მეცნიერებისთვის და საზოგადოებისთვის.
     თემა II
     უშუალოდ მომხმარებლისთვის შესაძლებელია გენეტიკური ტესტირების საშუალებით მათი წინაპრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხელმისაწვდომია სამი ტიპის ტესტირება: Y ქრომოსომის,  მიტოქონდრიული და აუტოსომური დნმ-ის ტესტირება.  თუ ადამიანი ჩაიტარებს სამივე ტესტს, რა ტიპის ინფორმაციას მიიღებს თავისი გენეტიკური წინაპრების შესახებ? რა განსხვავება და მსგავსება იქნება ამ ინფორმაციასა და მათი კულტურულ მემკვიდრეობას შორის (ტრადიციები, ადათი, და ა.შ.)?
    გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
    I ადგილი – 300 ლარი
    II ადგილი – 200 ლარი
    III ადგილი – 100 ლარი
    ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

     

     

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter