დნმ-ის დღე 2019-ის გამარჯვებულები
სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოებამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტმა, წელს უკვე მეხუთედ, 25 აპრილს, დნმ-ის დღე აღნიშნა ესეების კონკურსით. კონკურში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი. ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე: ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა.
გამარჯვებულები არიან:
პირველი ადგილი – ანანო კაკაბაძე, თსსუ (იხ. ესე)
მეორე ადგილი – თიანთინ ლეჟავა, თსსუ (იხ. ესე)
მესამე ადგილი – თინათინ ჭარბაძე, თამარ კიკნაძე, თსსუ (იხ. ესე)
მესამე ადგილი – ლაშა ჭელიძე, თსსუ (იხ. ესე)
ვულოცავთ გამარჯვებულებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!