თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ESHG 2018 -ზე

    2018 წლის 16-19 ივნისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში (მილანი, იტალია). დელეგაცია წარდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ელენე აბზიანიძე, ასოც. პროფესორები ნინო ფორცხელანი და ეკა კვარაცხელია, დეპარტამენტის დოქტორანტები ქეთევან ქართველიშვილი და ქეთევან კანკავა. მათ კონფერენციაზე წარადგინეს  4 პოსტერული მოხსენება. სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წარდგენით და ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების დაფინანსებით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის კურსდამთავრებულმა ქეთევან ძაგოევამ.  კონფერენციის ფარგლებში  პროფ. ე.  აბზიანიძე და ე. კვარაცხელია მიწვეულები იყვნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებების ყოველწლიურ დახურულ  შეკრებაზე, სადაც  წარადგინეს ანგარიში დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ. თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) ასოცირებულ მკვლევარს, დავით ჩოკოშვილს და პროფესორ პასკალ ბორს, კარდიფის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორს ანგუს კლარკს, ნიკოლ ლიიუს, რადბაუდის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები.  მათ დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

    კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენეტიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები ევროპიდან და აშშ-დან.  კონფერენციაზე განხილული იყო გენეტიკის და გენომიკის აქტუალური საკითხები, როგორიცაა პერსონალიზებული მედიცინა და კლინიკური ფარმაკოგენომიკა, ეპიგენეტიკა და გენების რეგულაცია, ნეიროგენეტიკის აქტუალური საკითხები, გენური თერაპიის ახალი სტრატეგიები, გენომიკის ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

     

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter