დნმ-ის დღე 2018

    DNA DAY_2018_GEO_LOGO

    ესეების კონკურსი 2018-ის გამარჯვებულები:
    I ადგილი – მიხეილ გოგობერიშვილი და თამარ სოფრომაძე, იხ. ესე
    1 ადგილი
    II ადგილი – ანა ოსიაშვილი, იხ. ესე

    FB_IMG_1528887370768

    III ადგილი – ელისაბედ ბატიაშვილი და ირაკლი ცხაკაია, იხ. ესე

    3 ადგილი

    სპეციალური მადლობა ვიდეო ესეს ავტორს სანდრო სურმავას. ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ! გამარჯვებულების დაჯილდოება და პრიზების გადაცემა გაიმართა 20 მაისს კონფერენციის „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა“ დახურვის ცერემონიალზე, ქორთიარდ მერიოტში.

     

    სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება და თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი გიწვევთ ესეების კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ეძღვნება დნმ-ის დღეს (25 აპრილი). ეს დღე ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებებმა დააწესეს და ყოველწლიურად აღინიშნება ესეების კონკურსით.

    წელს საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდება ესეების ქართულენოვანი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

    კონკურში მონაწილემ უნდა აირჩიოს ორიდან ერთ-ერთი თემა

    წლევანდელი კონკურსის სიახლე: წერითი ესეს ნაცვლად შეგიძლიათ წარადგინოთ 3 წუთიანი ვიდეო

    2018 წლის საკონკურსო თემებია: 

    1. იმსჯელეთ, არის თუ არა მიზანშეწონილი სპორტსმენების გენეტიკური ტესტირება

    კონკრეტული პრობლემების აღწერის გარდა, თქვენ ასევე შეიძლება წააწყდეთ შემდეგ პარადოქსს: აღვნიშნავთ რა იმ გარემოებას, რომ მსოფლიო ჩემპიონი რამდენიმე მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანია, როგორც კი მისი განსაკუთრებულობის მიზეზს გამოვარკვევთ, დაუყოვნებლივ მის დისკვალიფიკაციას ვახდენთ

    2. იმსჯელეთ,  ყველა გენეტიკური ტესტირების დროს ექიმთან შეთანხმებაა საჭირო თუ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა პრედიქტიულ გენეტიკურ ტესტირებაზე? თქვენი პასუხის ჩამოყალიბების დროს მოიყვანეთ მინიმუმ ერთი დაავადების მაგალითი, რათა დაასაბუთოთ სამედიცინო პერსონალთან (მაგ.,  გენეტიკურ კონსულტანტთან)  შეთანხმების  და არ შეთანხმების საჭიროება.

    დიაგნოსტიკური ან დაავადების რისკის შეფასების მიზნით გენეტიკური ტესტირება, ტრადიციულად, ხორციელდება სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან (მაგ., გენეტიკური კონსულტანტი) შეთანხმებით. ისინი არა მხოლოდ გენეტიკის დარგის ექსპერტები არიან, არამედ კონსულტაციასაც უწევენ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს დაავადების რისკის შეფასების სარგებლიანობისა და პოტენციური ზიანის შესახებ. დღეს ამგვარი ტრადიციული მიდგომა ერთადერთი არჩევანი არ არის: რამდენიმე კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომხმარებლის პირდაპირი გენეტიკური ტესტირება (direct-to-consumer genetic testing) არ საჭიროებს სამედიცინო პროფესიონალთან შეთანხმებას. ამერიკის წამლისა და საკვები  პროდუქტების კონტროლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცდა პროცედურა, რომლის საშუალებითაც კომპანიები არა მარტო ისეთი ნიშან-თვისებების პრედიქტიულ ტესტირებას უზრუნველყოფენ, როგორიცაა ხვეული ან სწორი თმა, არამედ გარკვეული დაავადებებისაც.

    თემების წარდგენის ორი ფორმატი:

    • 750 სიტყვიანი წერითი ესე
    • სიახლე: 3 წუთიანი ვიდეო

    ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 14 აპრილი

    გამარჯვებულები დაჯილდოვებიან 2018 წლის 25 აპრილს

    გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები:
    I ადგილი – 300 ლარი
    II ადგილი – 200 ლარი
    III ადგილი – 100 ლარი

    წესები და პირობები წერითი ესესთვის: დნმ-ის დღე წესები (ესე)

    წესები და პირობები ვიდეოსთვის: დნმ-ის დღე წესები (ვიდეო)

    დეტალური ინფორმაციისთვის დავიკავშირდით ელ.ფოსტაზე: geoepigene@gmail.com

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter