დნმ-ის დღე, ესეების კონკურსი 2017 სტუდენტებისთვის
სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება და თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ეძღვნება დნმ-ის დღეს (25 აპრილი). ეს დღე ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებებმა დააწესეს და ყოველწლიურად აღინიშნება ესეების კონკურსით.
წელს საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება ესეების ქართულენოვანი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.
2017 წლის საკონკურსო თემაა: CRISPR/CAS9 ახალი, მძლავრი ტექნოლოგიაა გენეტიკური მასალის შესაცვლელად ყველა ცოცხალ სისტემაში, მათ შორის, ადამიანებში, ცხოველებში და მცენარეებში. ახსენით, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. თქვენი აზრით, აღნიშნული ტექნოლოგიის რომელი ასპექტები და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ და მისი რომელი პოტენციალი არ უნდა იყოს ნებადართული. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აპრილი.
გამარჯვებულები დაჯილდოვებიან 2017 წლის 25 აპრილს.
გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 100 ლარი
წესები და პირობები იხილეთ ბმულზე: დნმ-ის დღე წესები
დეტალური ინფორმაციისთვის დავიკავშირდiთ ელ.ფოსტაზე: dna@geneticsgeorgia.org