იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების მე-12 საერთაშორისო კონფერენცია, UDNI 2023
2023 წლის 22-23 ოქტომბერს ჰოლიდეი ინნ-ში (თბილისი, საქართველო) გაიმართება იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების 12-ე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორები არიან: გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი MG-ISE-23-1447
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე დელეგატმა 38 ქვეყნიდან. დამსწრე აუდიტორიის წინაშე მოხსენენებით წარსდგნენ და დელეგატებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. თემატურ სესიებზე განხილული იყო იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების აქტუალური საკითხები, მათ შორის, ახალი სადიაგნოსტიკო და თერაპიული საშუალებები, გენური თერაპიის უახლესი მიღწევები, დაავადების გამომწვევი ახალი გენების იდენტიფიცირება, საერთაშორისო ინიციატივები და მონაცემთა გაზიარების მნიშვნელობა.