პროექტზე დაფუძნებული სწავლება თსსუ-ში
თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში მეორედ განხორციელდა არჩევითი საგანი – „ლაბორატორიული გენეტიკის და გენომიკის პრინციპები”, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.
კურსის ფორმატი იყო პროექტზე დაფუძნებული სწავლება. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო პროექტში (“კისტური ფიბროზის გენეტიკური და ეპიგენეტკური მოდიფიკატორები”) და შეასრულეს პროექტის ერთ-ერთი ამოცანა, რის ფარგლებშიც გამოიყენეს შემდეგი მეთოდები: დნმ-ის ექსტრაქცია, დნმ-ის რაოდენობრივი ანალიზი, გელ ელექტროფორეზი, გენოტიპირება და პოლიმორფიზმის ანალიზი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით (PCR), ალელსპეციფიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (RT-PCR) და სხვა.
მადლობას ვუხდით ყველა იმ სტუდენტს, ვინც აირჩია კურსი და მიიღო მასში მონაწილეობა.
|