იშვიათი დაავადებების დღე 2019
თსსუ-ის სამედიცინო და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტმა და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოებამ იშვიათი დაავადებების დღე (28 თებერვალი) კონფერენციით აღნიშნა. კონფერენციაზე განხილული იქნა იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დიაგნოზირებასა და მკურნალობასთან ასოცირებული სირთულეები და ხელმისაწვდომობა.
კონფერენციაზე გამოვლინდა ესეების კონკურსის გამარჯვებული ანა მიქაბერიძე (თსსუ, მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი). ესე ეძღვნებოდა ბიომარკერების მნიშვნელობას იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებაში. გამარჯვებული კომპანია CENTOGENE AG-ს მიერ სრული დაფინანსებით გაემგზავრება იშვიათი დაადადებების კონფერენციაზე ბოგოტაში, კოლუმბია, 20-22 ივნისი, 2019. ყველა გამარჯვებულმა მიიღო მონაწილეობის სერტიფიკატი.
იხ. ანა მიქაბერიძის ესე