დნმ-ის დღე 2025– არტ გენომი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად!!!
კონკურსი განკუთვნილია ბიოსამედიცინო მიმართულებების ქართულენოვანი და საერთაშორისო პროგრამების სტუდენტებისთვის!
კონკურსის მიზანია გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაცია საქართველოში; მეცნიერების მიმართ სტუდენტთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები ნახატის ან ციფრული გრაფიკის სახით!
საკონკურსო თემა 2025:
„ბიობანკები და სიცოცხლე დაავადებათა გარეშე“
პრიზები:
პირველი ადგილი – 500 ლარი
მეორე ადგილი – 300 ლარი
მესამე ადგილი – 200 ლარი
ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.