დნმ-ის დღე 2024– არტ გენომი

    გამოვლიდნენ კონკურსის გამარჯვებულები:

    25 აპრილს დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი „არტ გენომი“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება

    კონკურსში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო სპეციალობების სტუდენტებმა.   

    ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 19 ნამუშევარი, მათ შორის ფერწერული და ციფრული ნახატები.

    კონკურსის  გამარჯვებულები გახდნენ: 

    I ადგილი – ზობია მოჰამმედ ჯავედ ანსარი, თსსუ

    II ადგილი – ირინა ხატიაშვილი, თსსუ

    III ადგილი – მარიამ თურმანიძე, თსსუ

    საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები:

    აბიტკარ აპურვა

    ლუკა მაჩიტაძე

    მუხტარ ომერი

    კონკურსი მიეძღვნა იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებასა და მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ამ გამოწვევების დასაძლევად.

    კონკურსის თემა:

    როგორ გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკურ ოდისეაზე და იშვიათი დავადებების სამკურნალო წამლების შემუშავებაზე.

    პრიზები

    პირველი ადგილი – 500 ლარი

    მეორე ადგილი – 300 ლარი

    მესამე ადგილი – 200 ლარი

    კონკურსის პარტნიორია კომპანია “პრაიმაქსი”

    კონკურსის წესები და პირობები http://geneticsgeorgia.org/wp-content/uploads/2024/03/დნმის-დღე-2024-Students.pdf

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter