ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2022
2022 წლის 11-14 ივნისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის
პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში (ვენა, ავსტრია) და წარადგინეს პოსტერული მოხსენებები:
„IGHMBP2-თან ასოცირებული დაავადებები გენოტიპ-ფენოტიპის კორელაციებით“ (თ. ტყემალაძე), „უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის შემუშავება ლაბორატორიულ გენეტიკაში საქართველოში“ (ე. კვარაცხელია).
ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების დაფინანსებით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა სანდრო სურმავამ, რომელმაც წარადგინა პოსტერული მოხსენება “ინტერლეიკინ-10 გენის პოლიმორფიზმი rs1800896 და IL-10-ის დონე კისტური ფიბროზის დროს“.
კონფერენციაზე პროფ. თინათინ ტყემალაძემ დისმორფოლოგიის სექციაში წარადგინა იშვიათი კლინიკური შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია საინტერესო დისკუსია. პროფესორი თინათინ ტყემალაძე არჩეული იქნა ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების ბორდის წევრად.