დნმ-ის დღე ესეების კონკურსი 2021
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. წელს, საქართველოში მეშვიდედ ჩატარდება ესეების კონკურსი, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში. კონკურსის მიზანია სტუდენტი გამოწვევის წინაშე დააყენოს, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე უნდა შიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის ღრმა ცოდნას, რომელიც კონკურსში გამოცხადებულ თემებს შეეხება.
თემები 2021:
თემა I
ბიობანკების შექმნა (ე.წ. „ბიობანკინგი“) გულისხმობს ბიოლოგიური ნიმუშების და მასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას, კვლევას, შენახვას და გაზიარებას.
„ბიობანკინგი“ დიდი მონაცემთა ბაზების ეპოქაში ხელს უწყობს პროგნოზული, პრევენციული და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას, რათა უზრუნველყოს თითოეული პაციენტის შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დროს.
იმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს დნმ-ბიობანკების პოტენციური სარგებელი; როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიობანკების და გენომური კვლევების მონაცემები უფრო ეფექტურად მკურნალობის ოპტიმიზაციის, დაავადებების დიაგნოსტიკის და ახალი პრევენციული მეთოდების შემუშავების მიზნით. ასევე, იმსჯელეთ ეთიკურ საკითხებზე. რა შეიძლება იყოს ბიობანკების შექმნის პროცესში საზოგადოების წევრების მონაწილეობის (მაგ., იმ პირების, რომლებმაც თავიანთი დნმ გაიღეს სამეცნიერო კვლევებისთვის) შესაძლო უარყოფითი მხარე.
თემა II
ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები (SNPs) პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ვარიანტებია. მათი უმეტესობა გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა გენომის გაფართოებული ასოციაციური კვლევებით (GWAS, Genome-Wide Association Studies) დადგინდა, რომ ზოგი ეს გენეტიკური ვარიანტი დაკავშირებულია ისეთი კომპლექსური დაავადებების განვითარების რისკთან, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დარღვევები, დიაბეტი ან კიბო. გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენეტიკური ვარიანტები, რომლებიც განსაზღვრავს გენეტიკურ წინასწარგანწყობას ინფექციური დაავადებებისადმი ან განაპირობებს მედიკამენტებზე განსხვავებულ რეაქციას.
შეარჩიეთ ერთ-ერთი კომპლექსური დაავადება და იმსჯელეთ გენომის გაფართოებული ასოციაციური კვლევების (GWAS) შედეგად იდენტიფიცირებული SNP-ის მნიშვნელობაზე შერჩეული დაავადების განვითარებაში.
ესე უნდა პასუხობდეს ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს (სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები არ განიხილება).
თითოეული ესე შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს ორმა ავტორმა
ნაშრომი უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: dnaday.essay@gmail.com
პრიზები
პირველი ადგილი – 300 ლარი
მეორე ადგილი – 200 ლარი
მესამე ადგილი – 100 ლარი
მნიშვნელოვანი თარიღები
15 თებერვალი – ესეების კონკურსის გამოცხადება
10 აპრილი – ესეების წარდგენის ბოლო ვადა
25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა (შედეგები გამოქვეყნდება ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე: @geneticsgeorgia)
იხილეთ წესები და დამატებითი ინფორმაცია