დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი 2020
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.წელს საქართველოში მეექვსედ ჩატარდება ესეების კონკურსი,რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში. კონკურსის მიზანია სტუდენტი გამოწვევის წინაშე დააყენოს, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე უნდა შიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის ღრმა ცოდნას, რომელიც კონკურსში გამოცხადებულ თემებს შეეხება.
თემები 2020:
თემა I
ჩვენ ახლა შეგვიძლია ვირუსიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენომის სექვენირება. რით არის ეს მნიშვნელოვანი?
დაწერეთ ესე ან გადაიღეთ ვიდეორგოლი, რომელიც ასე იწყება: „მე გთავაზობთ ……-ის გენომის სექვენირებას იმიტომ, რომ…“. დაწერეთ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას მეცნიერებისთვის და საზოგადოებისთვის.
თემა II
უშუალოდ მომხმარებლისთვის შესაძლებელია გენეტიკური ტესტირების საშუალებით მათი წინაპრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხელმისაწვდომია სამი ტიპის ტესტირება: Y ქრომოსომის, მიტოქონდრიული და აუტოსომური დნმ-ის ტესტირება. თუ ადამიანი ჩაიტარებს სამივე ტესტს, რა ტიპის ინფორმაციას მიიღებს თავისი გენეტიკური წინაპრების შესახებ? რა განსხვავება და მსგავსება იქნება ამ ინფორმაციასა და მათი კულტურულ მემკვიდრეობას შორის (ტრადიციები, ადათი, და ა.შ.)?
ესე უნდა პასუხობდეს ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს (სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები არ განიხილება).
წერითი ესეს ნაცვლად შეგიძლიათ წარადგინოთ 3 წთ-იანი ვიდეო ქართულ ენაზე
პრიზები
პირველი ადგილი – 300 ლარი
მეორე ადგილი – 200 ლარი
მესამე ადგილი – 100 ლარი
მნიშვნელოვანი თარიღები
20 იანვარი – ესეების წარდგენის დაწყება
31 მარტი – ესეების წარდგენის ბოლო ვადა
25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა. შედეგები გამოქვეყნდება ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე: @geneticsgeorgia.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: წერითი ესე
ვიდეო ესე