ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი, სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება და Centogene AG  გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეობა შეუძლიათ სამედიცინო სპეციალობის სტუდენტებს (IV-VI კურსი), რეზიდენტურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
    Untitled3 Untitled4 Untitled1 Untitled
    კონკურსი ინგლისურენოვანია
    კონკურსის თემაა: “ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკაში.“
    (აღწერეთ რა არის ბიომარკერები, მათ როლი იშვიათ დაავადებების დიაგნოსტიკის დროს და მათი გამოყენება პრედიტიულ და პერსონალიზებულ მედიცინაში. განიხილეთ კლინიკური კვლევები (ეპიდემიოლოგიური/ინტერვენციული) როგორც ბიომარკერების აღმოჩენის მნიშვნელოვანი და მძლავრი მეთდი. ერთ ან რამდენიმე მაგალითზე დაყრდნობით განიხილეთ ბიომარკერების უპირატესობები და შეზღუდვები, პერსპექტივები და სირთულეები).
    კონკურსის გამარჯვებულის პრიზი:
    იშვიათი დაავადებების კონფერენციაზე დასწრება,  რომელიც გაიმართება 2019 წლის 20-22 ივნისს ბოგოტაში (კოლუმბია).
    RARD2019 – Recent Advances in Rare Diseases:
    Frequently Misdiagnosed Hereditary Disorders (FREMIDIS) –
    Multidisciplinary Translational Research Affects Global Clinical Impact
    https://www.centogene.com/rard-2019

    Untitled

    კონფერენციაზე დასაწრებად გამარჯვებული მიიღებს სრულ დაფინანსებას: მგზავრობის, სასტუმროს ხარჯები (3 ღამე), კონფერენციაზე დასწრება, სერტიფიკატი.
    ესეების წარდგენის ბოლო ვადაა  2019 წლის 10 თებერვალი.
     ფორმატი:
    სიტყვების რაოდენობა: 1000 - 1500
    ენა: ინგლისური
    შრიფტი: Times new roman, ზომა: 11
    ფაილის ფორმატი: pdf
    სტრიქონებს შორის შუალედი: 1
    ერთი ესე უნდა წარადგინოს ერთმა ავტიორმა
    ნებადართულია ერთი შესაბამისი გრაფიკის ან სურათის დართვა
    ტესტში მოცემული ციტირება ჩაითვლება სიტყვების რაოდენობაში
    გამოყენებული ლიტერატურის სია არ ჩაითვლება სიტყვების რაოდენობაში
    სურვილისამებრ, ესეს შეიძლება ჰქონდეს სათაური, რომელიც ჩაითვლება სიტყვების რაოდენობაში
    სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი სურათი.
    გთხოვთ გამოაგზავნოთ ესე შემდეგ ელ. ფოსტაზე: rardis.georgia@gmail.com
    ველში “ საგანი (subject)” მიუთითეთ:  Rare Disease 2019 და თქვენი სახელი და გვარი (მაგ. Rare_Disease_ 2019_Nino_Ninoshvili). დოკუმენტიც ანალოგიურად დაასათაურეთ.
    შენიშვნა:

    ყველა  ნაშრომი განხილული იქნება აკადემიური პატიოსნების წესების დაცვით, რაც გულისხმობს პლაგიატიზმის ( სხვისი ნაშრომის ან აზრის გამოყენება ციტირების გარეშე)  გამოვლენას. ექსპერტების მიერ გამოყენებული იქნება პლაგიატიზმის გამოსავლენი პროგრამები. ნაშრომი, რომელიც შეიცავს პლაგიატიზმის ნიშნებს მოხსნილი იქნება კონკურსიდან. დასაშვებია APA ან MLA სტილით ციტირება  (იხ. ციტირების წესები)

    უნდა გამოიყენოთ რამდენიმე მაღალი ხარისხის (მაგალითად, PubMed-დან)ლიტერატურა

    ციტირების წესები:

    ციტირება უნდა მოხდეს MLA  ან  APA სტილით.

    • ფრჩხილში ციფრი მიუთითეთ ნაშრომის ბოლოს ჩამოთვლილი ლიტერატურის სიის შესაბამისად.
    • ან ფრჩხილში მიუთითეთ ავტორის გვარი და წელი, მაგ., (Harris et al., 2001).
    • ლიტერატურის სია შედგენილი უნდა იყოს ალფავიტის მიხედვით და შემდეგი თანმიმდევრობით:
    • ავტორის გვარი/ები,
    • წელი
    • სტატიის სათაური,
    • წყარო (ჟურნალის დასახელება)
    • ჟურნალის ნომერი
    • გვერდები

    ნიმუში:  Berndt, T. J. (2002). Friendship quality and social development.Current Directions in Psychological Science, 11, 7-10

    ასევე გაითვალისწინეთ:

    ციტირების დროს არ უნდა შეიცვალოს ორიგინალის შინაარსი.

    ძალზე მნიშვნელოვანია:

    შესაფერისად არ ჩაითვლება  ნაშრომი, რომელიც შედგება მხოლოდ (ან დიდი ნაწილი) ციტირებული ტექსტისგან (მონაცემებისგან).  გათვალისწინებული იქნება თქვენი მსჯელობა და არა სხვისი ნაშრომის არსის გადმოცემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  გამოყენებული წყაროების  მიუხედავად, ძირითადი არსი თქვენს მიერ იყოს ჩამოყალიბებული.

     კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 28 თებერვალს, იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

    შეფასების წესი:

    ყველა ნაშრომი შეფასდება, სულ მცირე, ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შემდეგი კროტერიუმებით:

    • სამეცნიერო შინაარსის სიზუსტე (0-7 ქულა)
    • არგუმენტის მხარდასაჭერად მტკიცებულებების გამოყენება (0-5 ქულა)
    • წერის ხარისხი (მკაფიო თეზისები, შინაარსი) (0-6 ქულა)
    • გამოყენებული ლიტერატურა და ციტირება (0-2 ქულა)

     

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter