უწყვეტი პროფესიული განათლების კურსი
თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში ფუნქციონირებს უწყვეტი პროფესიული განათლების 5 დღიანი კურსი: გენომური მედიცინა და მოლეკულური გენეტიკის კვლევის მეთოდები. კურსის მიზანია მედიცინის დარგში მოღვაწე პროფესიონალებისთვის სამედიცინო გენეტიკის საფუძვლების შესწავლა და ცოდნის გაღრმავება; მოლეკულურ-გენეტიკური სადიაგნოსტიკო მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეები შეისწავლიან დნმ-ის ექსტრაქციას, დნმ-ის რაოდენობრივ ანალიზს, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას, გელ-ელექტროფორეზს, მონაცემთა ანალიზს და ა.შ.
კურსი აკრედიტირებულია თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მინიჭებული აქვს 25 უპგ ქულა. მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის სხვადასხვა დარგში მოღვაწე დიპლომირებულ მედიკოსებს.
დაწყების და დამთავრების თარიღი შეირჩევა ინდივიდუალურად. მონაწილეთა რაოდენობაა 2-3 პირი. მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში. მის: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი.
კურსის ღირებულებაა 250 ლარი.
კურსის სტრუქტურა: ლექცია-სემინარები – 10 აკადემიური საათი
პრაქტიკული სამუშაო – 15 აკადემიური საათი
კურსის ხელმძღვანელი: პროფ. ელენე აბზიანიძე
კურსის კოორდინატორი: ასოც. პროფ. ეკა კვარაცხელია
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599298168;
email: geoepigene@gmail.com