ევროპის ესეების კონკურსი 2018
![ESHG-DNADay-Web](http://geneticsgeorgia.org/wp-content/uploads/2018/01/ESHG-DNADay-Web-400x57.png)
ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ეძღვნება დნმ-ის დღეს (25 აპრილი). ეს დღე ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებებმა დააწესეს და ყოველწლიურად აღინიშნება ესეების კონკურსით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 19 წლამდე ასაკის საშუალო სკოლის მოსწავლეებს.
ესეები უნდა აიტვირთოს ვებ გვერდზე: www.dnaday.eu