- დნმ-ის მეთილირების დონეები ფორმალინით ინდუცირებული ანთებითი ტკივილის დროს (წარმდგენი: ე. აბზიანიძე);
- LINE-1 ბირთვული ელემენტის ჰიპომეთილირება კისტური ფიბრიოზით დაავადებულთა T-ლიმფოციტებში (წარმდგენი: ე. კვარაცხელია);
- ასოციაციური კავშირი მეთილტრანსფერაზების, DNMT1/3a და H3K4, დონეებსა და ძუძუს კიბოს ფენოტიპურ მახასიათებლებს შორის (წარმდგენი: ქ. კანკავ);
- MTHFR გენის პოლიმორფიზმები და ეპიგენეტიკური ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიის დროს ქართულ პოპულაციაში (წარმდგენი: თ. კვარაცხელია);
ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2016
2016 წლის 21-26 მაისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების კონფერენციაში. კონფერენციაზე დეპარტამენტის დელეგაციის მიერ წარდგენილი იქნა ოთხი პოსტერული მოხსენება, მათ შორის, ორი მოხსენება წარადგინეს დეპარტამენტის დოქტორანტურის სტუდენტებმა ქ. კანკავამ და თ. კვარაცხელიამ. ერთ-ერთი მათგანი, თ. კვარაცხელია კონფერენციაზე იმყოფებოდა ESHG-ის დაფინანსებით. პოსტერული მოხსენებები მიღებული იქნა განყოფილებაში: „ეპიგენეტიკა და გენის რეგულაცია“ და შეეხებოდა ეპიგენეტიკური რეგულაციების დარღვევებს სხვადასხვა დაავადებების დროს:
ნაშრომები აბსტრაქტების სახით გამოქვეყნდა აბსტრაქტების ჟურნალში.
გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ადამიანის გენეტიკის ეროვნული საზოგადოებების წლიური შეხვედრა, სადაც სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება წარმოადგინეს საზოგადოების პრეზიდენტმა ე. აბზიანიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ე. კვარაცხელიამ. შეხვედრაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ პროფ. ჰენ ბრანერმა მოახსენა ევროპის ესეების კონკურსი 2016 -ის ანგარიში, სადაც მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით საქართველო დასახელდა ტოპ-ოთხეულში: თურქეთი – 49 მონაწილე, საფრანგეთი – 30, იტალია -23, საქართველო – 20, კვიპროსი, ლიტვა, პორტუგალია – 10. კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საპრიზო ადგილის გარდა გამოვლინდა 5 საუკეთესო ნაშრომი (honourable mentions), რომელთა შორის იყო თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლის სანდრო სურმავას ესე. პროფ. ჰენ ბრანერმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ საზოგადოებებს მოსწავლეებთან გაწეული აქტივობისთვის და ექსპერტებს ესეების შეფასებაში მონაწილეობისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გენეტიკის მეცნიერებების პოპულარიზაციისთვის და ამ მიზნით მის მიერ გაწეული აქტივობებისთვის 2016 წლის თებერვალში გახდა ადამიანის გენეტიკის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის (IFHGS, www.ifhgs.org) ასოცირებული წევრი.