პრეზენტაცია
2015 წლის 20 მარტს თსსუ–ში გაიმართა სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წარდგენასთან დაკავშირებული შეხვედრა. შეხვედრაზე გაიმართა ორი წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია: კარენ ვიპონდის “გენეტიკა სამედიცინო სპეციალობების სტუდენტებისთვის და პრაქტიკოსი ექიმებისთვის” და ნესა ქერის “ეპიგენეტიკური რევოლუცია”. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის, სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრების მეცნიერთა და ექიმთა თვალსაჩინო წარმომადგენლები, საპატიო სტუმარი ატლანტის ემორის სამედიცინო სკოლის პროფ. კენ უოკერი, სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის წევრები და თსსუ–ს სტუდენტები.