1953 წლის 25 აპრილს ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა ჟურნალში NATURE გამოაქვეყნეს სტატია “ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურა”, სადაც აღწერეს დნმ–ის ორმაგსპირალური აღნაგობა. დნმ-ის დღე, 25 აპრილი, დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებებით. ეს დღე ადამიანის გენეტიკის აშშ-ს (ashg.org) და ევროპის საზოგადოებებმა (eshg.org) დააწესეს და უკვე 10 წელზე მეტია მათი ორგანიზებით ტარდება დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი. კონკურსის მიზანია გენეტიკაში ცოდნის გაღრმავება და გენეტიკური მეცნიერებების პოპულარიზაცია.
2015 წლიდან დნმ-ის დღესთან დაკავშირებულ ესეების კონკურსს საქართველოც შეუერთდა. კონკურსის ორგანიზატორები არიან თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება. ესეების კონკურსის თემები და კონკურსის ჩატარების წესები აშშ-ს და ევროპის კონკურსების შესაბამისია შეხება გენეტიკაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. კონკურსის მხარდამჭერია ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (eshg.org).
დნმ-ის დღე 2023 – არტ გენომი
ესეების კონკურსი 2022
ესეების კონკურსი 2021
ესეების კონკურსი 2020
ესეების კონკურსი 2019
ესეების კონკურსი 2018
ესეების კონკურსი 2017
ესეების კონკურსი 2016
ესეების კონკურსი 2015