ჩვენს შესახებ

about us picture

სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება არის არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროა საჯარო განათლება და სამეცნიერო კვლევები. საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს გენეტიკური მეცნიერებების, როგორიცაა მოლეკულური გენეტიკა, ეპიგენეტიკა ციტოგენეტიკა, გამოყენების შესაძლებლობები სამედიცინო პრაქტიკაში საქართველოში.

სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება არის არაკომერციული იურიდიული პირი (აიპ). დაფუძნდა 2014 წლის მარტში თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით და მხარდაჭერით. საზოგადოებაში გაწევრიანებულია 58 პირი. საზოგადოების საპატიო წევრები არიან ქართველი და უცხოელი დამსახურებული მეცნიერები. ჩვენი წევრები მუშაობენ გენეტიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კლინიკური გენეტიკა, მოლეკულური გენეტიკა, ეპიგენეტიკა, ციტოგენეტიკა, რეპროდუქციული გენეტიკა,

მისია:

  • სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის, განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში
  • გენეტიკური მეცნიერებების გამოყენების შესაძლებლობების ხელშეწყობა სამედიცინო პრაქტიკაში
  • სტუდენტების და მოსწავლეების დაინტერესება გენეტიკური მეცნიერებებით და სამეცნიერო კვლევებით

საქმიანობა:

  • ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას სამედიცინო პროფსიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას
  • თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაიებთა
  • ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია
  • ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყბისათვის
  • ატარებს სასწავლო სემინარებს და სამეცნიერო კონფერენციებს უცხოელ მეცნიერებთან და სტუდენტებთან ინფორმაციის გაცვლის და კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით
  • ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმოანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასითს
  • ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით
Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter