DNA DAY2021

1953 წლის 25 აპრილს ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა ჟურნალში NATURE გამოაქვეყნეს სტატია “ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურა”, სადაც აღწერეს დნმ–ის ორმაგსპირალური აღნაგობა. დნმ-ის დღე, 25 აპრილი, დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებებით. ეს დღე ადამიანის გენეტიკის აშშ-ს (ashg.org) და ევროპის საზოგადოებებმა (eshg.org) დააწესეს და უკვე 10 წელზე მეტია მათი ორგანიზებით ტარდება დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი. კონკურსის მიზანია  გენეტიკაში ცოდნის გაღრმავება და  გენეტიკური მეცნიერებების პოპულარიზაცია.

2015 წლიდან დნმ-ის დღესთან დაკავშირებულ ესეების კონკურსს საქართველოც შეუერთდა.  კონკურსის ორგანიზატორები არიან  თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი  და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება. ესეების კონკურსის თემები და კონკურსის ჩატარების წესები აშშ-ს და ევროპის კონკურსების შესაბამისია შეხება გენეტიკაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს.

ესეების კონკურსი 2021 

ესეების კონკურსი 2020

ესეების კონკურსი 2019

ესეების კონკურსი 2018

ესეების კონკურსი 2017

ესეების კონკურსი 2016

ესეების კონკურსი 2015

 

 

 

 

Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter