სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება არის არაკომერციული იურიდიული პირი (აიპ). დაფუძნდა 2014 წლის მარტში თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით და მხარდაჭერით. საზოგადოებაში გაწევრიანებულია 224 პირი. საზოგადოების საპატიო წევრები არიან ქართველი და უცხოელი დამსახურებული მეცნიერები. ჩვენი წევრები მუშაობენ გენეტიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კლინიკური გენეტიკა, მოლეკულური გენეტიკა, ეპიგენეტიკა, ციტოგენეტიკა, რეპროდუქციული გენეტიკა
მისია:
- სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის, განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში
- გენეტიკური მეცნიერებების გამოყენების შესაძლებლობების ხელშეწყობა სამედიცინო პრაქტიკაში
- სტუდენტების და მოსწავლეების დაინტერესება გენეტიკური მეცნიერებებით და სამეცნიერო კვლევებით
საქმიანობა:
- ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას სამედიცინო პროფსიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაიებთან
- ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციან
- ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყბისათვის
- ატარებს სასწავლო სემინარებს და სამეცნიერო კონფერენციებს უცხოელ მეცნიერებთან და სტუდენტებთან ინფორმაციის გაცვლის და კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით
- ახორციელებს კონკრეტული დაავადების კვლევის მხარდაჭერას, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ხელშეწყობას და საზოგადოების განათლებას დაავადების შესახებ, პაციენტთა ადვოკატირებას, სხვა აქტივობებთან ერთად
- ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასითს
- ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით