Unique არის საქველმოქმედო პროექტი, რომლის მიზანია იშვიათი ქრომოსომული დარღევევების მქონე პირების და ასევე, განვითარების შეფერხებასთან ასოცირებული მონოგენური დარღვევების მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების საინფორმაციო მხარდაჭერა. Unique-ს ოფიციალურ საიტზე ხელმისაწვდომის ინფორმაცია დაავადებების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. 2021 წლის მარტში ამ მართლაც უნიკალურ პროექტს საქართველოც შეუერთდა და გახდა პროექტის ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი. თსსუ-ის მოლეკულური და სამეიდიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით პროექტში აქტიურად არიან ჩართულები თსსუ-ის სტუდენტები. Unique-ს ოფიციალურ საიტზე (www.rarechromo.org) უკვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ნეიროგანვითარების დარღვევით მიმდინარე იშვიათი ქრომოსომული და გენური დაავადებების შესახებ ქართულ ენაზე. ამ ეტაპზე, საინფორმაციო მასალების თარგმნაში მონაწილეობს 70-მდე სტუდენტი. სტუდენტების მონაწილეობით რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ტყემალაძე, კოორდინატორი: ქეთი კანკავა
გზამკვლევების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.rarechromo.org/disorder-guides/
[envira-gallery id=”2073″]