ISBN: 978-9941-0-9128-5
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 572
გამოცემის წელი: 2016
ანოტაცია: “ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში” უკვე მეორედ გამოიცემა ქართულ ენაზე. წიგნი ქართულ ენაზე პირველად 2008 წელს ითარგმნა (მე-7 გამოცემა) და დაინერგა როგორც მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ძირითადი სახელმძღვანელო თსსუ-ში, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედიცინო განათლების მოდერნიზებაში საქართველოში.
მე-8 გამოცემაში შეტანილია გენეტიკის ის უახლესი მიღწევები და აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. სახელმძღვანელოს ავტორებს, რ. ნუსბაუმი, რ. მაკკინესი და ჰ.ვილარდი, 2016 წლის 8 ოქტომბერს ბალტიმორში (მერილენდი, აშშ) პრესტიჟული ჯილდო გადაეცათ სამედიცინო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
წარმოდგენილი გამოცემა არის წიგნის “Thompson & Thompson Genetics in Medicine” ქართული ვერსია, რომელიც გამოიცა Elsevier-თან ხელშეკრულების საფუძველზე სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ.
ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი
ელენე აბზიანიძე, ბიოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
აღმასრულებელი რედაქტორი
ეკა კვარაცხელია, ბიოლ. აკად. დოქტორი
მთარგმნელობითი კოლეგიის ხელმძღვანელი
თინათინ ტყემალაძე, ექიმი-გენეტიკოსი, მედ. აკად. დოქტორი