ევროპის ესეების კონკურსი 2018 სიახლეები იანვარი 6, 2018 / გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ევროპის ესეების კონკურსი 2018 ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ეძღვნება დნმ-ის დღეს (25 აპრილი). ეს დღე ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებებმა დააწესეს და ყოველწლიურად აღინიშნება ესეების კონკურსით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 19 წლამდე ასაკის საშუალო სკოლის მოსწავლეებს. ესეები უნდა აიტვირთოს ვებ გვერდზე: www.dnaday.eu