„დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი საქართველო 2022-ის“ გამარჯვებულები

გილოცავთ დნმ-ის საერთაშორისო დღეს! 25 აპრილს მთელ მსოფლიოში ესეების კონკურსით აღინიშნება დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენის (1953) და ადამიანის გენომის გაშიფვრის (2003) დღე (ashg.org; dnaday.eu). საქართველო წელს უკვე მერვედ უერთდება ამ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

წელს მსოფლიო აღნიშნავს „გენეტიკის მამის“, გრეგორ მენდელის, დაბადებიდან 200 წლისთავს. კონკურსის ერთ-ერთი თემა იყო გრეგორ მენდელის წვლილი გენეტიკური დაავადებების უკეთ გაცნობიერებაში, ხოლო მეორე თემა – დნმ-ის როლი კაცობრიობის უძველესი ისტორიის შესწავლაში.

„დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი საქართველო 2022-ის“ გამარჯვებულები გამოვლენილია.
ვულოცავთ გამარჯვებულ სტუდენტებს და წარმატებას ვუსურვებთ!
მადლობა ყველა მონაწილეს!
განსაკუთრებული მადლობა ექსპერტებს ესეების შეფასებისთვის!
DNA DAY2022 გამარჯვებულები
[envira-gallery id=”2336″]
I ადგილი
არჩილ კახიძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
  იხ. ესე
[envira-gallery id=”2345″]
II ადგილი
თამთა აბესაძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
იხ. ესე
[envira-gallery id=”2352″]
III ადგილი
თამარ ხაჩიძე, იაკობ ჭინჭარაული
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
იხ.ესე

თემები 2022:

თემა I

როგორ გვეხმარება დნმ კაცობრიობის უძველესი ისტორიის შესწავლაში?

თემა II       

„გენეტიკის მამა“, გრეგორ მენდელი, 200 წლის წინ დაიბადა ჩრდილოეთ მორავიაში (ახლანდელი ჩეხეთი). მის მიერ ბარდაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა იმ დაკვირვებებამდე და დასკვნებამდე მიგვიყვანა, რომლებიც დღეს გენეტიკური მემკვიდრეობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს. მენდელის ღვაწლის პატივსაცემად, ნიშან-თვისებებს და დარღვევებს, რომლებიც გამოწვეულია ერთი გენის ვარიაციით (მაგალითად, ჰანტინგტონის დაავადება, კისტური ფიბროზი) მენდელისეული ნიშან-თვისებები ან დარღვევები ეწოდება. ამას გარდა, არსებობს კომპლექსური ნიშან-თვისებები და დარღვევები (მაგალითად, დიაბეტი, ჰიპერტენზია), რომლებიც გამოწვეულია მრავალი გენის ვარიაციით და ხშირად გენების და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით.

როგორ გვეხმარება მენდელის აღმოჩენები მენდელისეული დარღვევების გაგებაში?

როგორ გვეხმარება მენდელისეული დარღვევების შესწავლა კომპლექსური დაავადებების გაგებაში?

პრიზები

პირველი ადგილი – 300 ლარი

მეორე ადგილი – 200 ლარი

მესამე ადგილი  – 100 ლარი

წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი

საბანკო რეკვიზიტები

თი-ბი-სი ბანკის საბურთალოს ფილიალი საბანკო კოდი: TBCBGE 22 მიმღების დასახელება: სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება მიმღების ანგარიშის ნომერი: GE16 TB77 2553 6080 1000 03

კონტაქტი

© 2025