ვულოცავთ ესეების კონკურსი 2021 – ის გამარჯვებულებს!
25 აპრილს მთელ მსოფლიოში დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება ესეების კონკურსით, რომელიც დააწესეს ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ–ს საზოგადოებებმა. სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეშვიდედ შეუერთდა ამ კონკურსს.
კონკურში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ესეების კონკურსი 2021-ზე წარდგენილი იყო 42 ესე.
ესეები საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექსპერტებმა შეაფასეს.
კონკურსის ორგანიზატორების სახელით მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა ექსპერტს ესეების შეფასებისთვის.
გამარჯვებულები:
1ლი ადგილი – დათა კეკუტია და ნინო ხაბაზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
მე2 ადგილი – ელენე ივანიაშვილი და საბა ბირკაძე
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო
ბიოქიმიის ფაკულტეტი
მე3 ადგილი – ნინო ნადირაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტი
მოლეკულური ბიომეცნიერებები
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 100 ლარი
თემები 2021:
თემა I
ბიობანკების შექმნა (ე.წ. „ბიობანკინგი“) გულისხმობს ბიოლოგიური ნიმუშების და მასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას, კვლევას, შენახვას და გაზიარებას.
„ბიობანკინგი“ დიდი მონაცემთა ბაზების ეპოქაში ხელს უწყობს პროგნოზული, პრევენციული და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას, რათა უზრუნველყოს თითოეული პაციენტის შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დროს.
იმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს დნმ-ბიობანკების პოტენციური სარგებელი; როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიობანკების და გენომური კვლევების მონაცემები უფრო ეფექტურად მკურნალობის ოპტიმიზაციის, დაავადებების დიაგნოსტიკის და ახალი პრევენციული მეთოდების შემუშავების მიზნით. ასევე, იმსჯელეთ ეთიკურ საკითხებზე. რა შეიძლება იყოს ბიობანკების შექმნის პროცესში საზოგადოების წევრების მონაწილეობის (მაგ., იმ პირების, რომლებმაც თავიანთი დნმ გაიღეს სამეცნიერო კვლევებისთვის) შესაძლო უარყოფითი მხარე.
თემა II
ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები (SNPs) პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ვარიანტებია. მათი უმეტესობა გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა გენომის გაფართოებული ასოციაციური კვლევებით (GWAS, Genome-Wide Association Studies) დადგინდა, რომ ზოგი ეს გენეტიკური ვარიანტი დაკავშირებულია ისეთი კომპლექსური დაავადებების განვითარების რისკთან, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დარღვევები, დიაბეტი ან კიბო. გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენეტიკური ვარიანტები, რომლებიც განსაზღვრავს გენეტიკურ წინასწარგანწყობას ინფექციური დაავადებებისადმი ან განაპირობებს მედიკამენტებზე განსხვავებულ რეაქციას.
შეარჩიეთ ერთ-ერთი კომპლექსური დაავადება და იმსჯელეთ გენომის გაფართოებული ასოციაციური კვლევების (GWAS) შედეგად იდენტიფიცირებული SNP-ის მნიშვნელობაზე შერჩეული დაავადების განვითარებაში.
ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.