ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა 2019
2019 წლის 11-12 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით, უკვე მეორედ ჩატარდა ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია კონფერენცია – “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში, რედისონ ბლუ ივერია, თბილისი, საქართველო, https://tsmu.edu/hgh2019.
კონფერენცია მიზნად ისახავდა გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას. თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სამეცნიერო დარგში მოღვაწე პროფესიონალებს შორის.
კონფერენცია ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ღონისძიების საგრანტო კონკურსის დაფინანსებით.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია.