დნმ-ის დღე 2019-ის გამარჯვებულები

სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოებამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტმა, წელს უკვე მეხუთედ, 25 აპრილს, დნმ-ის დღე აღნიშნა ესეების კონკურსით. კონკურში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი. ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა”.
ვულოცავთ ესეების კონკურსი 2019 – ის გამარჯვებულებს!

 

პირველი ადგილი - ანანო კაკაბაძეპირველი ადგილი – ანანო კაკაბაძე, თსსუ (იხ. ესე)
მეორე ადგილი - თიანთინ ლეჟავამეორე ადგილი – თიანთინ ლეჟავა, თსსუ  (იხ. ესე)

 

მესამე ადგილი - თინათინ ჭარბაძე, თამარ კიკნაძემესამე ადგილი – თინათინ ჭარბაძე, თამარ კიკნაძე, თსსუ  (იხ. ესე)
მესამე ადგილი - ლაშა ჭელიძე.მესამე ადგილი – ლაშა ჭელიძე, თსსუ  (იხ. ესე)

ვულოცავთ გამარჯვებულებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

[envira-gallery id=”1809″]

DNA-DAY2019_GEO1-web1

თემები 2019:
თემა I
 „რატომ მოქმედებს გენის რედაქტირება და რატომ არის ამ მიდგომის მიმართ ასეთი დიდი მოლოდინი?“
პასუხი უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
  1. აღწერეთ, როგორ მოქმედებს გენის რედაქტირება.
  2. გააკეთეთ კომენტარი, როგორ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება დაავადების სამკურნალოდ.
  3. ამჟამად რომელი დაავადებებისთვის იყენებენ ამ მეთოდს და რომელი დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი.
  4. როგორია თქვენი აზრი ადამიანის შესაძლებლობების გაზრდის (და არა მკურნალობის) მიზნით გენის რედაქტირების გამოყენების თაობაზე?
 თემა II
ჯონათანს, 50 წლის მამაკაცს, ჰანტინგტონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მის გენეტიკოსს, კარენს, სურს მიიღოს ჯონათანის თანხმობა, რათა ეს დიაგნოზი მის შვილს, სარას, უთხრას, რომელიც 25 წლის არის. ჯონათანი წინააღმდეგია, რომ კარენმა ან სხვა ექიმმა დიაგნოზი გაუმხილოს სარას. (1) მოიყვანეთ არგუმენტები ჯონათანის პოზიციის მხარდასაჭერად და საწინააღმდეგოდ, განიხილეთ ისტორიის ყველა მოქმედი პირის მიზნები, უფლებები და ვალდებულებები;  (2)  შემდეგ აირჩიეთ ერთი არგუმენტი და დაიცავით იგი ჰანტინგტონის დაავადების შესახებ თქვენი სამეცნიერო და სამედიცინო ცოდნის გამოყენებით.

 

წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი

საბანკო რეკვიზიტები

თი-ბი-სი ბანკის საბურთალოს ფილიალი საბანკო კოდი: TBCBGE 22 მიმღების დასახელება: სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება მიმღების ანგარიშის ნომერი: GE16 TB77 2553 6080 1000 03

კონტაქტი

© 2025