- აღწერეთ, როგორ მოქმედებს გენის რედაქტირება.
- გააკეთეთ კომენტარი, როგორ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება დაავადების სამკურნალოდ.
- ამჟამად რომელი დაავადებებისთვის იყენებენ ამ მეთოდს და რომელი დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი.
- როგორია თქვენი აზრი ადამიანის შესაძლებლობების გაზრდის (და არა მკურნალობის) მიზნით გენის რედაქტირების გამოყენების თაობაზე?
დნმ-ის დღე – ესეების კონკურსი 2019
წელს საქართველოში მეხუთედ ჩატარდება ესეების კონკურსი, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონკურსის ორგანიზატორები არიან თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.
ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში. კონკურსის მიზანია სტუდენტი გამოწვევის წინაშე დააყენოს, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე უნდა შიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის ღრმა ცოდნას, რომელიც კონკურსში გამოცხადებულ თემებს შეეხება.
თემები 2019:
თემა I
„რატომ მოქმედებს გენის რედაქტირება და რატომ არის ამ მიდგომის მიმართ ასეთი დიდი მოლოდინი?“
პასუხი უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
თემა II
ჯონათანს, 50 წლის მამაკაცს, ჰანტინგტონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მის გენეტიკოსს, კარენს, სურს მიიღოს ჯონათანის თანხმობა, რათა ეს დიაგნოზი მის შვილს, სარას, უთხრას, რომელიც 25 წლის არის. ჯონათანი წინააღმდეგია, რომ კარენმა ან სხვა ექიმმა დიაგნოზი გაუმხილოს სარას. (1) მოიყვანეთ არგუმენტები ჯონათანის პოზიციის მხარდასაჭერად და საწინააღმდეგოდ, განიხილეთ ისტორიის ყველა მოქმედი პირის მიზნები, უფლებები და ვალდებულებები; (2) შემდეგ აირჩიეთ ერთი არგუმენტი და დაიცავით იგი ჰანტინგტონის დაავადების შესახებ თქვენი სამეცნიერო და სამედიცინო ცოდნის გამოყენებით.
წელს უკვე მეორედ: წერითი ესეს ნაცვლად შეგიძლიათ წარადგინოთ 3 წთ-იანი ვიდეო ქართულ ენაზე
ესე უნდა პასუხობდეს ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს (სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები არ განიხილება)
პრიზები
პირველი ადგილი – 300 ლარი
მეორე ადგილი – 200 ლარი
მესამე ადგილი – 100 ლარი
მნიშვნელოვანი თარიღები
20 იანვარი – ესეების წარდგენის დაწყება
31 მარტი – ესეების ჩაბარების ბოლო ვადა
25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა (შედეგები გამოქვეყნდება ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე: @geneticsgeorgia)
12 მაისი – დაჯილდოების ცერემონია მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე: „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა: ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“, ქორთიარდ მერიოტი, თბილისი, საქართველო.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: წერითი ესე
ვიდეო ესე