დნმ-ის დღე 2018-ის გამარჯვებულები

    25 აპრილს მთელ მსოფლიოში დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება ესეების კონკურსით, რომელიც დააწესეს ადამიანის გენეტიკის ევროპის და  აშშ–ს საზოგადოებებმა.  სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეოთხედ შეუერთდა ამ კონკურსს.

    ვულოცავთ ესეების კონკურსი 2018 – ის გამარჯვებულებს!

     

    I ადგილი – მიხეილ გოგობერიშვილი და თამარ სოფრომაძე, თსსუ  იხ. ესე
    1 ადგილი
    II ადგილი – ანა ოსიაშვილი, თსსუ   იხ. ესე

    FB_IMG_1528887370768

    III ადგილი – ელისაბედ ბატიაშვილი და ირაკლი ცხაკაია, თსსუ  იხ. ესე

    3 ადგილი

    სპეციალური მადლობა ვიდეო ესეს ავტორს სანდრო სურმავას.
    ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ! გამარჯვებულების დაჯილდოება და პრიზების გადაცემა გაიმართა 20 მაისს კონფერენციის „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა“ დახურვის ცერემონიალზე, ქორთიარდ მერიოტში.
     DNA DAY_2018_GEO_LOGO

     

    2018 წლის  თემები: 

    1. იმსჯელეთ, არის თუ არა მიზანშეწონილი სპორტსმენების გენეტიკური ტესტირება

    კონკრეტული პრობლემების აღწერის გარდა, თქვენ ასევე შეიძლება წააწყდეთ შემდეგ პარადოქსს: აღვნიშნავთ რა იმ გარემოებას, რომ მსოფლიო ჩემპიონი რამდენიმე მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანია, როგორც კი მისი განსაკუთრებულობის მიზეზს გამოვარკვევთ, დაუყოვნებლივ მის დისკვალიფიკაციას ვახდენთ

    2. იმსჯელეთ,  ყველა გენეტიკური ტესტირების დროს ექიმთან შეთანხმებაა საჭირო თუ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა პრედიქტიულ გენეტიკურ ტესტირებაზე? თქვენი პასუხის ჩამოყალიბების დროს მოიყვანეთ მინიმუმ ერთი დაავადების მაგალითი, რათა დაასაბუთოთ სამედიცინო პერსონალთან (მაგ.,  გენეტიკურ კონსულტანტთან)  შეთანხმების  და არ შეთანხმების საჭიროება.

    დიაგნოსტიკური ან დაავადების რისკის შეფასების მიზნით გენეტიკური ტესტირება, ტრადიციულად, ხორციელდება სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან (მაგ., გენეტიკური კონსულტანტი) შეთანხმებით. ისინი არა მხოლოდ გენეტიკის დარგის ექსპერტები არიან, არამედ კონსულტაციასაც უწევენ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს დაავადების რისკის შეფასების სარგებლიანობისა და პოტენციური ზიანის შესახებ. დღეს ამგვარი ტრადიციული მიდგომა ერთადერთი არჩევანი არ არის: რამდენიმე კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომხმარებლის პირდაპირი გენეტიკური ტესტირება (direct-to-consumer genetic testing) არ საჭიროებს სამედიცინო პროფესიონალთან შეთანხმებას. ამერიკის წამლისა და საკვები  პროდუქტების კონტროლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცდა პროცედურა, რომლის საშუალებითაც კომპანიები არა მარტო ისეთი ნიშან-თვისებების პრედიქტიულ ტესტირებას უზრუნველყოფენ, როგორიცაა ხვეული ან სწორი თმა, არამედ გარკვეული დაავადებებისაც.

     

    გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები:
    I ადგილი – 300 ლარი
    II ადგილი – 200 ლარი
    III ადგილი – 100 ლარი

    წესები და პირობები წერითი ესესთვის: დნმ-ის დღე წესები (ესე)

    წესები და პირობები ვიდეოსთვის: დნმ-ის დღე წესები (ვიდეო)

    დეტალური ინფორმაციისთვის დავიკავშირდით ელ.ფოსტაზე: geoepigene@gmail.com

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter