ესეების კონკურსი 2017-ის გამარჯვებულები
25 აპრილს მთელ მსოფლიოში დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება ესეების კონკურსით, რომელიც დააწესეს ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ–ს საზოგადოებებმა. სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მესამედ შეუერთდა ამ კონკურსს.
კონკურში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის უნივერსიტეტებიდან.
2017 წლის 25 აპრილს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების მესამე კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები. მათ გადაეცათ სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 100 ლარი
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ.
I ადგილი – ჯონეტა გვაზავა, თსსუ
II ადგილი – ნანული გვაზავა, თსსუ
II ადგილი – ლაშა ჯაყელი, თსსუ
III ადგილი – მამუკა ასათიანი, თსსუ
III ადგილი – ანა ქურდაძე, აგრარული უნივერსიტეტი
თემა 2017
CRISPR/CAS9 ახალი, მძლავრი ტექნოლოგიაა გენეტიკური მასალის შესაცვლელად ყველა ცოცხალ სისტემაში, მათ შორის, ადამიანებში, ცხოველებში და მცენარეებში. ახსენით, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. თქვენი აზრით, აღნიშნული ტექნოლოგიის რომელი ასპექტები და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ და რომელი პოტენციალი არ უნდა იყოს ნებადართული. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.