ესეების კონკურსი 2016-ის გამარჯვებულები

25 აპრილს მთელ მსოფლიოში დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება ესეების კონკურსით, რომელიც დააწესეს ადამიანის გენეტიკის ევროპის და  აშშ–ს საზოგადოებებმა.  სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეორედ შეუერთდა ამ კონკურსს.

კონკურში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა სამედიცინო  და ბიოლოგიური პროფილის  უნივერსიტეტებიდან.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და ფულადი პრიზებით:

I ადგილი – 300 ლარი

II ადგილი – 200 ლარი

III ადგილი – 100 ლარი

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი

ვულოცავთ ესეების კონკურსი 2016 – ის გამარჯვებულებს!

i adgili croped
I ადგილი
ანა ფრუიძე და გიორგი ნაჭყებია, თსსუ    
იხილეთ ესე
 II-adgili
 IIადგილი
რუსუდან ცქიტიშვილი და ანა მიქაბერიძე, თსსუ  
იხილეთ ესე
     
III-adgili
IIIადგილი
მარიამ ჭელიძე და ფიბი მადჰუსუდანანი, თსსუ, USMD        
 იხილეთ ესე
   
 სამედიცინოგენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ დასახელდა ოთხი საუკეთესო ესე (სია ალფავიტის მიხედვეთ):
კახა ბრეგვაძე, თსსუ  (იხ. ესე)
აკაკი ივანიშვილი, თსსუ (იხ. ესე)
მანოჯი პრადიიპი, თსსუ (იხ. ესე)
ქეთევან ფხალაძე, თსსუ (იხ.ესე)

 

1for veb dna day logo
 თემა 1
აირჩიეთ დღეისათვის ხელმისაწვდომი გენეტიკური ტესტირების მეთოდი ისეთი დაავადებისთვის, რომლის სიმპტომები არ ვლინდება ზრდასრულ ასაკამდე (მაგ.,  როგორიცაა  ძუძუს კიბოს მემკვიდრული ფორმა). აღწერეთ ტესტირების მეთოდი და მისი შედეგების სარწმუნოობა.
შემდეგ დაასაბუთეთ ან უარყავით ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) მიერ მოწოდებული, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაცია „ასიმპტომური მოზარდების გენეტიკური ტესტირების შესახებ“:
 „ზრდასრულთა დაავადებების (მდგომარეობების) პრესიმპტომური და პრედიქტიული გენეტიკური ტესტირება მოზარდებში გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება (მაგ., პრევენციული ქირურგია ან  ადრეული დიაგნოზირების შემდგომი თერაპიული ჩარევა) ზრდასრული ასაკის მიღწევამდე. სხვა შემთხვევაში მოზარდების პრესიმპტომური და პრედიქტიული გენეტიკური ტესტირება მოზრდილთა დაავადებებზე  რეკომენდებული არ არის მანამდე, ვიდრე ინდივიდი არ მიაღწევს ისეთ ასაკს, როდესაც მას შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება და გააანალიზოს    მოსალოდნელი  შედეგები“.
თემა 2
გენომიკა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს პერსონალიზებული (ზუსტი) მედიცინის განვითარებას. იმისათვის, რომ მოხდეს პერსონალიზებული მედიცინის პოტენციის მაქსიმალიზება, უამრავი ადამიანი ემხრობა დიდი მონაცემთა ბაზის შექმნის იდეას. მათი ხედვით ცალკეული ინდივიდების ელექტრონული სახით შენახული სამედიცინო ჩანაწერები შესაძლებელია შეწყვილდეს როგორც  სენსორული ჩამწერებიდან* მიღებულ სხვა ინფორმაციასთან, ასევე დნმ-ის ბიობანკებში შენახულ მათ ბიოლოგიურ ნიმუშებთან. ემხრობით თუ არა მთელი პოპულაციის ბიოლოგიური ნიმუშების  დიდი  მოცულობის ბიობანკებში შეგროვების იდეას იმ მიზნით, რომ უკეთ დავადგინოთ გენომური მარკერების  კავშირი  დაავადებების სწორ პრევენციასთან/მკურნალობასთან? არის თუ არა ეს პერსონალიზებული მედიცინის მომავალი თუ  პირადი ინფორმაციის  ასე ფართოდ გაზიარების წინააღმდეგი ხართ?
* მოწყობილობა, რომელიც მონიტორინგს უწევს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას

 

წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი

საბანკო რეკვიზიტები

თი-ბი-სი ბანკის საბურთალოს ფილიალი საბანკო კოდი: TBCBGE 22 მიმღების დასახელება: სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება მიმღების ანგარიშის ნომერი: GE16 TB77 2553 6080 1000 03

კონტაქტი

© 2025