ესეების კონკურსი 2015 – ის გამარჯვებულები
27 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა სტუდენტმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით (I ადგილი 300 ლარი, II ადგილი 200 ლარი, III ადგილი 100 ლარი). გარდა ამისა, ყველა მონაწილეს გადაეცა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები, მაისურები და სხვა საჩუქრები.
ცერემონიალის მსვლელობისას ჩატარდა ვორკშოპი “საჩუქრად საკუთარი დნმ”, რომლის დროსაც მსურველებმა გამოყვეს საკუთარი დნმ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს.
ბექა აროშიძეI ადგილი თსსუ, მედიცინის ფაკულტეტი იხილეთ ესე
|
კახა ბრეგვაძეI ადგილი თსსუ, მედიცინის ფაკულტეტი იხილეთ ესე |
ანა ქურდაძეII ადგილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იხილეთ ესე |
ნანული გვაზავაIIIადგილი თსსუ მედიცინის ფაკულტეტი იხილეთ ესე |
თემა 2015
ადამიანის გენომის პროექტის (1990-2003 წ.წ.) დასრულების შედეგად ადამიანის დნმ-ში გაშიფრული იქნა 3 მილარდიანი ნუკლეოტიდური თანამიმდევრობა და იდენტიფიცირდა დაახლოებით 20-25 000 გენი. პროექტმა სრულად შეცვალა წარმოდგენა ადამიანის გენომის შესახებ. გენების სტრუქტურასა და რეგულაციაზე დაგროვილმა ცოდნამ მრავალი სახის გამოყენება ჰპოვა თანამედროვე სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებაში და პრაქტიკაში.
ახსენით რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის გენომის პროექტის განხორციელებით მიღებულ შედეგებს მედიცინის განვითარებაზე (დაავადებების დიაგნოზირება, პრევენცია და მკურნალობა) და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
25 აპრილი არის დნმ–ს საერთაშორისო დღე, რომელიც გენეტიკის მიღწევებს და მის მომავალ ხედვებს ეძღვნება. უკვე 8 წელია, რაც ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ–ს საზოგადოებებმა დააწესეს და აღნიშნავენ ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით, რომელშიც მონაწილეობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან.
წელს საქართველო თსსუ–ს და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით შეუერთდა ამ ღონისძიებას და პირველად ჩაატარა დნმ–ის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი. ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და ასევე, გენეტიკის დარგის პოპულარიზაციას საქართველოში. კონკურსის მიზანია დააყენოს სტუდენტი გამოწვევის წინაშე, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე უნდა შიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის ღრმა ცოდნას, რომელიც ესეს კონკურსში გამოცხადებულ თემებს შეეხება.