საჯარო ლექცია და ვორკშოპი
მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფ. ელენე აბზიანიძის საჯარო ლექცია თემაზე „ღირს თუ არა გავშიფროთ საკუთარი გენომი?“ ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები და რესპუბლიკური პირველი ექსპერიმენტული სკოლის, 129-ე, 103-ე, საჯარო სჯოლის, ევროპის სკოლის, მწვანე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. დნმ-ის დღე 2016-ის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის სკოლის პედაგოგოებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ლექციის დასრულებისთანავე ე. კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ვორკშოპი: „საჩუქრად საკუთარი დნმ“, რომელშიც დიდი ინტერესით და აქტიურად ჩაერთვნენ თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ვორკშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოყვეს საკუთარი დნმ. მოსწავლეები გაეცნენ დნმ-ის სტრუქტურას, მის ბიოლოგიურ ფუქნციებს და მნიშვნელობას.