სახელმძღვანელოს „ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია

    „ექსპო-ჯორჯიაში“ 2016 წლის 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ფარგლებში  გაიმართა სახელმძღვანელოს „ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია. “ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში” უკვე მეორედ გამოიცემა ქართულ ენაზე. წიგნი ქართულ ენაზე პირველად 2008 წელს ითარგმნა (მე-7 გამოცემა) და დაინერგა როგორც მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ძირითადი სახელმძღვანელო თსსუ-ში, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედიცინო განათლების მოდერნიზებაში საქართველოში.

    მე-8 გამოცემაში შეტანილია გენეტიკის ის უახლესი მიღწევები და აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. სახელმძღვანელოს ავტორებს, რ. ნუსბაუმი, რ. მაკკინესი და ჰ.ვილარდი,  2016 წლის 8 ოქტომბერს ბალტიმორში (მერილენდი, აშშ) პრესტიჟული ჯილდო გადაეცათ სამედიცინო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.

    წარმოდგენილი გამოცემა არის წიგნის “Thompson & Thompson Genetics in Medicine” ქართული ვერსია, რომელიც გამოიცა Elsevier-თან ხელშეკრულების საფუძველზე სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ

    14333814_1260531567311079_4505979197909534931_n 14393997_1783766431903108_863984001_o  14397264_10207672059388502_1190162675_n
    14344778_1260667150630854_3493718558237312326_n  14322739_1260667180630851_941748829568432155_n 14333720_1260710280626541_4628814357032865446_n

     

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter