უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამაინის გენომის კვლევის  ცენტრში ხორციელდება უწყვეტი სამედიცინო განათლების  კურსი მოლეკულური გენეტიკური ტესტირება კლინიკურ პრაქტიკაში. კურსი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის აკრედიტირებული  და მინიჭებული აქვს 15კრედიტ ქულა.

 რა არის კურსის მიზანი?

გენეტიკური ტესტირების მნიშვნელობის გაცნობიერება კლინიკურ პრაქტიკაში; მოლეკულურ-გენეტიკური სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

 რომელი მეთოდები იქნება განხილული?

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: დნმ-ის ექსტრაქციას, დნმ-ის რაოდენობრივ ანალიზს, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე (PCR) დაფუძნებულ სადიაგნოსტიკო მეთოდებს, მათ შორის გენოტიპირებას, ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმების (SNPs) დეტექციას, გენის ექსპრესიის ანალიზს და სხვა. გარდა ამისა, განხილული იქნება მოლეკულური ციტოგენეტიკის კვლევის მეთოდები.

 როგორია კურსის ფორმატი და ხანგრძლივობა?

კურსის ხანგრძლივობაა 5 დღე (15 საათი). კურსი  ძირითადად შედგება ლაბორატორიული მეცადინეობებისგან. სტანდარტული მეცადინეობა მოიცავს მოიცავს ლექციებს (1 საათი) და ლაბორატორიული მეცადინეობებს (2 საათი). ლაბორატორიული მეცადინეობების დროს მონაწილე (ინსტრუქტორის ზედამხედველობით) თავად განახორციელებს კურსის ფარგლებში გათვალისწინებულ ლაბორატორიულ აქტივობებს.

 ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კურსში?         

სამედიცინო და მომიჯნავე სპეციალობების დიპლომის მქონე ნებისმიერ პირს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, თუმცა უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ)  ქულა (I კატეგორიის 15კრედიტ ქულა) მიენიჭება მხოლოდ ლაბორატორიული მედიცინის და სამედიცინო გენეტიკის სერტიფიკატის მქონე დიპლომირებულ მედიკოსებს.

 სად განხორციელდებ კურსი და როგორია ლაბორატორიის მატერიალურტექნიკური ბაზა?

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის Real Time PCR სისტემა QuantStudio™3 (ThermoFisher Scientific, USA),  Qubit 3 Fluorometer (ThermoFisher Scientific, USA) და სხვა. კურსი განხორციელდება თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამიანის გენომის კვლევის ცენტრში.

 რამდენი პირი მონაწილეობს კურსში?

კურსში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 4.

 რა არის კურსის ღირებულება?

კურსის ღირებულებაა 500 (სუთასი) ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების  და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს, მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,   VII სართ.

ან დარეკეთ:

599298168

ეკა კვარაცხელია

კურსის ხელმძღვანელი

სასწავლო კურსი „ლაბორატორიული გენეტიკის და გენომიკის პრინციპები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის, უკვე მეორედ ჩატარდა არჩევითი სასწავლო კურსი „ლაბორატორიული გენეტიკის და გენომიკის პრინციპები”.

მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შეასრულეს სამეცნიერო პროექტი შემდეგი მეთოდების გამოყენებით: დნმ-ის ექსტრაქცია, დნმ-ის რაოდენობრივი ანალიზი, გელ ელექტროფორეზი, გენოტიპირება და პოლიმორფიზმის ანალიზი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით (PCR), ალელსპეციფიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (RT-PCR) და სხვა.

დეტალური ინფორმაცია

ESHG – ის კურსები და ტრენინგები

ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (ESHG) გთავაზობთ კურსებს ადამიანის გენეტიკის სხვადასხვა სპეციალობებში, რომლებიც ჩატარდება ევროპის ქვეყნებში.

რამდენიმე კურსი, მათ შორის სამედიცინო გენეტიკის ყოველწლიური კურსი, NGS-ის და გენეტიკური კონსულტირების კურსები, ტრადიციულად ჩატარდება ბერტინოროში (იტალია). დისმორფილოგიის კურსი – მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი).

2016-2017 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ კურსებს, როგორიცაა  კარდიოგენეტიკის, მემკვიდრული სიმსივნეების, პრენატალური და პრეიმპლანტაციური გენეტიკის, და სტატისტიკური გენეტიკის კურსები.

ESHG გთავაზობთ სტიპენდიებს, განსაკუთრებით სტუდენტებს  მცირეშემოსავლიანი ქვეყნებიდან.

დეტალური ინფორმაცია და კურსების ჩამონათვალი იხილეთ ESHG-ის ვებ გვერდზე

ჰენ ბრანერი

ESHG-ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე


ASHG – ის კურსები და ტრენინგები

ადამიანის გენეტიკის ამერეკის საზოგადოება (ASHG) გთავაზობთ კურსებს ადამიანის გენეტიკის სხვადასხვა სპეციალობებში

დეტალური ინფორმაცია და კურსების ჩამონათვალი იხილეთ ASHG-ის ვებ გვერდზე

Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter