ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2017
2017 წლის 27-30 მაისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. ელენე აბზიანიძე, ასისტ. პროფესორი ეკა კვარაცხელია, მოწვეული პედაგოგი ქეთევან ქართველიშვილი, თსსუ-ის მეხუთე კურსის სტიდენტი კახა ბრეგვაძე იმყოფებოდნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაზე (კოპენჰაგენი, დანია). კონფერენციაზე მათ წარადგინეს სამი პოსტერული მოხსენება. გარდა ამისა, პროფ. ე. აბზიანიძე და ე. კვარაცხელია მიწვეულები იყვნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებების ყოველწლიურ დახურულ შეკრებაზე, სადაც მათ წარადგინეს ანგარიში დეპარატმენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების საქმიანიბის შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენეტიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები ევროპიდან და აშშ-დან. კონფერენციაზე განხილული იყო გენეტიკის და გენომიკის აქტუალური საკითხები, როგორიცაა პერსონალიზებული მედიცინა და ფარმაკიგენომიკა კლინიკაში, ეპიგენეტიკა და გენების რეგულაცია, ნეიროგენეტიკის აქტუალური საკითხები, მკურნალობის ახალი სტრატეგიები, გენომიკის ახალი ტექნოლოგიები და სხვა.