ESHG-ის გრანტი

    სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წევრი თამარ კვარაცხელია ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა გრანტით, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 21-24 მაისს გაემგზავრება ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების კონფერენციაზე (ბარსელონა, ესპანეთი). თამარ კვარაცხელია კონფერენციაზე  პოსტერული მოხსენებით წარსდგება. აღნიშნული კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს ადამიანის გენეტიკის სხვადასხვა ასპექტში მოღვაწე პროფესიონალებს.

     

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter