სიახლეები

  • All Post
  • Blog
  • Branding
  • Development
  • Events
  • Leadership
  • Management
  • News
  • Uncategorized
  • გამოცემები
  • სიახლეები
  • ღონისძიებები
    •   Back
    • გალერია

ივნისი 17, 2025/

18-21 ოქტომბერს თელავში (ჰოლიდეი ინნ) ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) მხარდაჭერით ჩატარდება კურსი “ტრანსლაციური ეპიგენეტიკა ზუსტ მედიცინაში”. კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ეპიგენეტიკური მექანიზმების ფუნდამენტური ასპექტები, ამ მექანიზმების დისრეგულაცია ადამიაის დაავადებების დროს. აქცენტები გაკეთდება გენომური ტექნოლოგიების მიღწევების კლინკურ გამოყენებაზე დიაგნოზირების და ეპიგენომური თერაპიის კონტექსტში.

თებერვალი 24, 2025/

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად!!!კონკურსი განკუთვნილია ბიოსამედიცინო მიმართულებების ქართულენოვანი და საერთაშორისო პროგრამების სტუდენტებისთვის! კონკურსის მიზანია გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაცია საქართველოში; მეცნიერების მიმართ სტუდენტთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ...

აპრილი 4, 2024/

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის გენომის და ეპიგენომის ლაბორატორიაში ჩატარდა ვორკშოფი „გენომის რედაქტირება – CRISPR-Cas9 სისტემა“. ვორკშოფის მონაწილეებმა ბაქტერიის, E.Coli-ის, გენომზე პლაზმიდით მანიპულაციის გზით დააზიანეს მისი ერთ-ერთი (LacZ) გენი. შედეგად ბაქტერიამ დაკარგა ლაქტოზის მეტაბოლიზმის უნარი, რისი ვიზუალიზაციაც შესაძლებელი იყო ბაქტერიის კოლონიების ფერის ცვლილებით. რეატივების ნაკრები Bio-Rad-ის მიერ არის შემუშავებული და...

მარტი 4, 2024/

გამოვლიდნენ კონკურსის გამარჯვებულები: 25 აპრილს დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი „არტ გენომი“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.  კონკურსში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის...

ივლისი 21, 2023/

2023 წლის 22-23 ოქტომბერს ჰოლიდეი ინნ-ში (თბილისი, საქართველო) გაიმართება იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების 12-ე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორები არიან: გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

მაისი 23, 2023/

გამოიცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ეკა კვარაცხელიას და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თინათინ ტყემალაძის, მონოგრაფია – „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“.

დნმ-ის დღე 2023 – არტ გენომი

თებერვალი 17, 2023/

დასრულდა დნმ-ის დღე 2023 “არტ გენომის” კონკურსში ნამუშევრების წარდგენა. სულ წარდგენილია 28 ნამუშევარი, მათ შორის, ფერწერა, ციფრული გრაფიკა, ნაქარგი, სკულპტურა. კონკურსი ეძღვნება ადამიანის გენომის პროექტის დასრულების 20 წლისათავს. მადლობას ვუხდით მონაწილეებს

ივნისი 19, 2022/

2022 წლის 11-14 ივნისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში (ვენა, ავსტრია) და წარადგინეს პოსტერული მოხსენებები:

აპრილი 25, 2022/

გილოცავთ დნმ-ის საერთაშორისო დღეს! 25 აპრილს მთელ მსოფლიოში ესეების კონკურსით აღინიშნება დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენის (1953) და ადამიანის გენომის გაშიფვრის (2003) დღე (ashg.org; dnaday.eu). საქართველო წელს უკვე მერვედ უერთდება ამ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

თებერვალი 15, 2022/

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.წელს, საქართველოში მერვედ ჩატარდება ესეების  კონკურსი, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

About Us

Luckily friends do ashamed to do suppose. Tried meant mr smile so. Exquisite behaviour as to middleton perfectly. Chicken no wishing waiting am. Say concerns dwelling graceful.

Services

Most Recent Posts

  • All Post
  • Blog
  • Branding
  • Development
  • Events
  • Leadership
  • Management
  • News
  • Uncategorized
  • გამოცემები
  • სიახლეები
  • ღონისძიებები
    •   Back
    • გალერია

Company Info

She wholly fat who window extent either formal. Removing welcomed.

საბანკო რეკვიზიტები

თი-ბი-სი ბანკის საბურთალოს ფილიალი საბანკო კოდი: TBCBGE 22 მიმღების დასახელება: სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება მიმღების ანგარიშის ნომერი: GE16 TB77 2553 6080 1000 03

კონტაქტი