ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენცია 2022

    2022 წლის 11-14 ივნისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის
    პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში (ვენა, ავსტრია) და წარადგინეს პოსტერული მოხსენებები:

    „IGHMBP2-თან ასოცირებული დაავადებები გენოტიპ-ფენოტიპის კორელაციებით“ (თ. ტყემალაძე),  „უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის შემუშავება ლაბორატორიულ გენეტიკაში საქართველოში“ (ე. კვარაცხელია).

    ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების დაფინანსებით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა სანდრო სურმავამ, რომელმაც წარადგინა პოსტერული მოხსენება “ინტერლეიკინ-10 გენის პოლიმორფიზმი rs1800896 და IL-10-ის დონე კისტური ფიბროზის დროს“.

    კონფერენციაზე პროფ. თინათინ ტყემალაძემ დისმორფოლოგიის სექციაში  წარადგინა იშვიათი კლინიკური შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია საინტერესო დისკუსია. პროფესორი თინათინ ტყემალაძე არჩეული იქნა ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების ბორდის წევრად.

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter