შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება

    თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორის ქეთევან კანკავას მიერ წარდგენილმა პროექტებმა  შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.  პროექტები წარდგენილი იყო  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების და  ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსებზე.

    გამარჯვებული პროექტები:

    1. გინეკოლოგიური და ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობის ლოკუსები ქართველ პაციენტებში (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი)
    2. დაავადების წინასწარგანწყობის ლოკუსების იდენტიფიცირება გინეკოლოგიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში საქართველოდან (ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი)

    კვლევების ფარგლებში აღწერილი გენების პოლიმოფიზმები შეისწავლება სიმსივნის კლინიკურ პარამეტრებთან და ჰისტომორფოლოგიურ მახასიათებლებთან კორელაციაში. ეს ერთი მხრივ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ, თუ რამდენად განსაზღვრავს ესა თუ ის გენეტიკური ვარიანტი სიმსივნის კონკრეტული ქვეტიპის განვითარებას და მის აგრესიულ ან ნაკლებად აგრესიულ მიმდინარეობას. მეორე მხრივ კი შესაძლებელი იქნება სამომავლოდ გენოტიპის შესახებ ინფორმაცია დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში იქნას გათვალისწინებული, რაც შეცვლის პათოლოგანატომების, ონკოლოგებისა და მოლეკულური ბიოლოგების სამუშაო პროცესს და უდავოდ კვლევის ინტერდისციპლინური შედეგიანობის მაჩვენებელია.

    პროექტები განხორციელდება თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამიანის გენომის კვლევის ცენტრში

    იხ. დამატებითი ინფორმაცია

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter